Робота для біженців з України
პრისელერი/მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი/მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ჩიკორი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
ქართული ჩირების ბრენდი "ჩიკორი" ახალგაზრდა, სწრაფად განვითარებადი კომპანიაა, რომელიც 2015 წელს დაარსდა. კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის, ნატურალურ ქართულ ჩირს და დღეისათვის შეძლო ლიდერული პოზიციების მოპოვება ჩირის ადგილობრივი წარმოების მიმართულებით. კომპანია მუშაობს როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისელერი/მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: 2000 ლარი საშუალოდ (ფიქსირებული+ბონუსი)
სავალდებულოა: საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.

მოვალეობები:

** შეკვეთების აღება/გაფორმება დამუშავება;
** სავაჭრო ობიექტებში ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო (როგორც ქსელურ ასევე ტრადიციულ) ობიექტებში პრდუქციის პლანოგრამის კონტროლი, როტაცია და მერჩენდაიზინგი;
** ობიექტების დავალიანების კონტროლი და თანხის დროული ამოღება;
** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა;
** დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია.

საჭირო უნარ ჩვევები:

** სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციის და გამართულად მეტყველების უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ინიციატივის გამოვლენის უნარი.

შერჩევის ფორმა:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
** გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: nik.zurashvili@gmail.com ან დაგვიკავშირდით: 551 60 23 05
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე