Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ვენგო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
"ვენგო ჯგუფი" აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი.

"ვენგო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; ჭავჭავაძის 37ბ;
სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-18:00
დასვენების დღე: შაბათი-კვირა
ანაზღაურება: 1200 ლარი net.

მოვალეობები:

** გაყიდვების მენეჯერის დავალებების შესრულება და დახმარება სამუშაო პროცესში;
** მიმდინარე შეკვეთების და გზავნილების მონიტორინგი;
** აქტივობების და მონაცემების სისტემაში შეყვანა და ასახვა;

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამების სწრაფი შესწავლის უნარი;
** გუნდურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr@vengo.ge და გთხოვთ, სათაურის ველში "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე