Робота для біженців з України
იურისტის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტის თანაშემწე
მომწოდებელი: მოდერნ სითი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
დეველოპერული კომპანია "მოდერნ სითი" მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელ კომპლექსებს, რომლებიც გამოირჩევიან თანამედროვე არქიტექტურითა და შესანიშნავი ადგილმდებარეობით.

"მოდერნ სითი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა/ანალიზი (სხვადასხვა ტიპის (ნასყიდობა, იჯარა, შრომითი და სხვა);
** წარმომადგენლობა სასამართლოში, (სამოქალაქო/ადმინისტრაციული) განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმისწარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე;
** საკანონმდებლო ცვლილებ (ებ)ის მონიტორინგი და დამსაქმებლის ინფორმირება ცვლილებებთან დაკავშირებით;
** დადებული ხელშეკრულებების არქივის/რეესტრის წარმოება;
** იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან კომუნიკაცია და ხელშეკრულებების რეგისტრაცია.

მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** უმაღლესი იურიდიული განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: moderncity2022@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე