Робота для біженців з України
24 საათიან ძიძა/აღმზრდელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 24 საათიან ძიძა/აღმზრდელი
მომწოდებელი: ფიზიკური პირი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
ვეძებ 24 საათიან ძიძას/აღმზრდელს 3 ტყუპისთვის თვეში 15 დღე.

გრაფიკი: 2 დღე/ღამე ერთი ძიძა იქნება, შემდეგი ორი დღე - მეორე ძიძა. ერთი ძალიან კარგი ძიძა უკვე გვყავს.

ტყუპები 8 თვისები არიან, ღამე უკვე მეტ-ნაკლებად გადაბმულად სძინავთ 20:00 საათიდან დილის 07:00-მდე. 19:00 ბოლო კვება აქვთ და დილის 7:00-ზე პირველი. აქტიური სამუშაო საათები გამოდის 6:30-დან 20:00 საათამდე. პატარებს უვლით მაქსიმალურად, გრაფიკის მიხედვით, როგორც ბაღში.

მოთხოვნები/ მოვალეობები: ყველაფერი მხოლოდ ბავშვთან დაკავშირებით. ბავშვების მოყვარული, ენერგიული, გამართული მეტყველებით, მოწესრიგებული, ყურადღებიანი და მხიარული. ძიძა, რომელსაც შეუძლია ჩემთან ერთად იზრუნოს ბავშვების გონებრივ განვითარებაზე, შესაბამისი აქტივობებით.

სანამ პატარები გაგვყავს ტერასაზე, ანუ, ეზოში გაყვანა არ არის ჯერ საჭირო და როცა იქნება დამხმარე გამოგყვებათ.

გამოცდილება და რეკომენდაცია პატარებთან აუცილებელია (ტყუპებთან გამოცდილება არ არის სავალდებულო) პრიორიტეტი მიენიჭება ბაღის აღმზრდელს.

კვირაში რამდენიმე დღე გვყავს ოჯახის დამხმარე.

სახლში ოჯახის წევრების გარდა დაგხვდებათ კეთილი ლაბრადორი.

სახლში აყენია კამერები.

ანაზღაურება: 1700 ლარი (15 დღე/ღამე)
ლოკაცია: თბილისი, ჩუღურეთი

წინა ოჯახებიდან რეკომენდაცია აუცილებელია. თუ შეიძლება, გასაუბრების დროს მზად გქონდეთ ეს ინფორმაცია.

დანარჩენ დეტალებს განვიხილავთ გასაუბრების დროს.

საკონტაქტო ტელეფონი: 591454699

ჩემი მხრიდან მაქსიმალურად შევეცდები კომფორტი შეგიქმნათ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე