Робота для біженців з України
SM და კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: SM და კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: iTechnics
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, კომპანია "iTechnics"-ში და ასევე ჩინური ბრენდის Xiaomi-ის ოფიციალურ რესელერ კომპანია MiStore-ში ახალ გუნდის წევრს ვეძებთ SM და კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.

"აიტექნიკსში" გელოდებათ გუნდი, რომელიც ყველანაირ ნეგატიურ სტერეოტიპს დაგიმსხვრევთ სამსახურზე და შეგიქმნით სასიამოვნო, დინამიკურ, აქტიურ გარემოს.

ჩვენ გპირდებით:

** გუნდს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ერთმანეთის დახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გამჭვირვალე და ღია კომუნიკაცია, და რაც მთავარია მეგობრული თანამშრომლები
** ფასდაკლებებს ჩვენს კომპანიაში არსებულ პროდუქციაზე;
** ფასდაკლებებს ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან არსებულ სერვისებსა და პროდუქციაზე;
** პროფესიულ ტრენინგებსა და გასვლით თიმბილდინგებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (6თვის შემდეგ სრული დაფინანსებით)
** Fitpass (6 თვის შემდეგ თანადაფინანსებით)
** შიდა გათამაშებებს;
** შიდა განვადებებს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** განაკვეთი: სრული განაკვეთი, (10:00-19:00 ან 09:00-18:00)
** დასვენება: კვირაში 2 დღე (შაბათი-კვირა)
** ანაზღაურება: ფიქსირებული, შეთანხმებით გამოცდილებიდან გამომდინარე

ფუნქცია-მოვალეობები:

** Facebook, instangram, TikTok გვერდების კონტენტ სტრატეგიის შექმნა,
** დიზაინერთან ერთად პოსტების მომზადება, რეფერენსების მოძიება;
** სოციალური ქსელის გვერდზე განთავსებულ პოსტებზე რეგულარული და ოპერატიული რეაგირება;
** სთორების და რილსების გადაღება, მონტაჟი განთავსება;
** კომპანიის სოციალურ გვერდებისათვის ქოფების წერა და სტატიების მომზადება;
** სოციალურ ქსელში რეკლამის მენეჯმენტი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ციფრული მედიის და მომიჯნავე სფეროების მიმართულებით;
** კონტენტ კრეატორად ან სოციალური მედიის მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** შემოქმედებითი აზროვნების და წერის უნარი.

თუ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: vacancy@itechnics.ge და subject ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"iTechnics" და "Mistore" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე