Робота для біженців з України
სტუმრებთან ურთიერთობის ოფიცერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტუმრებთან ურთიერთობის ოფიცერი
მომწოდებელი: Grand Bellagio
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
საერთაშორისო ჯგუფი "Grand Bellagio" აცხადებს მიღებას სტუმრებთან ურთიერთობის ოფიცრის პოზიციაზე.

ლოკაცია: Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel, ლეხ და მარია კაჩინსკების #3, ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: 12 საათიანი (2x2-ზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** აეროპორტში სტუმრების დახვედრა;
** სტუმრებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება;
** სტუმართან მიმართებაში არსებული ყველა საკითხის მოგვარება და მათთვის პრობლემის გადაწყვეტის მარტივი გზის შეთავაზება;
** კაზინოში არსებული თამაშების გაცნობა და მიმდინარე აქციებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** კაზინოში დაგეგმილი აქციების ზედამხედველობა და კოორდინირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** დამატებით თურქული, ივრითული ან არაბული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კარიერულ განვითარებას;
** თანამშრომელზე ორიენტირებულ გარემოს;
** საუკეთესო ბენეფიტ პაკეტს.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: career.batumi@grandbellagio.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე