Робота для біженців з України
აპარტ-სასტუმროს გაყიდვების/მარკეტინგის დეპარტ. ხელმძღვანელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აპარტ-სასტუმროს გაყიდვების/მარკეტინგის დეპარტ. ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Steps Batumi Hotel and Suites
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
"STEPS Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტსასტუმრო ბათუმში, Premium Group-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება. მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, თანამედროვე ბიზნეს ცენტრს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ბოტანიკურ ბაღს, რესტორნებსა და ბარებს.

"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას აპარტ-სასტუმროს გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებით სტრატეგიის შემუშავება, რეალიზაციის გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმის შესრულების მენეჯმენტი;
** რეალიზაციის წლიური ბიუჯეტირება და ყოველთვიური შემოსავლების მიღების მონიტორინგი;
** ბაზრის ტენდენციების მოკვლევა, კონკურენტის პროდუქტის, ფასისა და ყველა სეზონზე მომხმარებლის მოთხოვნების ცოდნა და კონკურენტული აქტივობების წარმართვა;
** არსებული და პოტენციური კლიენტების ქსელის განვითარებაზე ზრუნვა, საკონტაქტო პირების ბაზის მუდმივად განახლება და გაფართოება, მომხმარებლებთან ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება;
** მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება, მედიაცია, ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა და მხარეებს შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობების შესრულების კონტროლი;
** კორპორატიულ კლიენტებთან, ტურისტულ სააგენტოებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარება და განხორციელების მონიტორინგი;
** ონლაინ ტურისტული სეგმენტის გაყიდვების ზრდა: OTA პლატფორმების მართვა;
** აპარტ-სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის მიზნით, სრული პროცესის ზედამხედველობა - კონტენტის შექმნა, განთავსება, შედეგების ანალიზი;
** აპარტ-სასტუმროს სხვადასხვა გამოფენებზე წარმოჩენა, ბრენდის ხილვადობის, პოტენციური კლიენტების მოზიდვის და საქმიანი ურთიერთობების გაფართოების მიზნით;
** დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევაში ჩართულობა, მათი სწავლება და გადამზადება;
** მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების, როგორც ონლაინ ისე ოფლაინ განსაზღვრა, განვითარება და იმპლემენტირების მონიტორინგი, ბრენდის ცნობადობის ამაღლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ ორწლიანი მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეს ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge

გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - აპარტ-სასტუმროს გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 23 ივნისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე