Робота для біженців з України
ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 24 მაისი / ბოლო ვადა: 24 ივნისი
"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტს როგორც ევროპიდან ისე CIS ქვეყნებიდან და საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე არაერთ ლიდერ მწარმოებელ კომპანიას.

დღეის მდგომარეობით კომპანია თანამშრომლობს მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან.

SmartPharm ერთ-ერთი ძლიერი ორგანიზაციული კულტურის მატარებელი კომპანიაა, რომელიც ზრუნავს კომპანიის ყველა წევრზე რათა ჰქონდეთ კარიერული და პროფესიული განვითარების მუდმივი შესაძლებლობა.

კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი სააკაძის II გასასვლელი 1ა.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი - სრული, ორ კვირაში ერთხელ შაბათი - ნახევარი დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კლიენტებთან (პარტნიორ აფთიაქებთან) თანამშრომლური ურთიერთობა;
** აფთიაქის მენეჯერებისა და ფარმაცევტებისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა და შეთავაზება;
** გაყიდვების მოცულობის გაზრდის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** შეკვეთის მიღება და დადგენილი პროცედურის შესაბამისად ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა;
** მომხმარებელთა დავალიანებების მონიტორინგი და ვალის ამოღების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამედიცინო/ფარმაცევტული მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** Microsoft საოფისე პროგრამების ფლობა;
** რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე

უნარები/პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** მიზანზე ორიენტირებულობა;
** მოქნილობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;

შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:

** CV/რეზიუმეების გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ოპერატორი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე