Робота для біженців з України
შეფ დე პარტიე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ დე პარტიე
მომწოდებელი: Steps Batumi Hotel and Suites
გამოქვეყნდა: 24 მაისი / ბოლო ვადა: 24 ივნისი
"STEPS Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება. მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, თანამედროვე ბიზნეს ცენტრს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ბოტანიკურ ბაღს, რესტორნებსა და ბარებს.

"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარტიეს პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს საოპერაციო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, რესტორნის (ების) შეკვეთის შესრულება, ხარისხიანად, რეცეპტის ზედმიწევნით სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით;
** სასტუმროს სტანდარტების მიხედვით ახალი რეცეპტებისა და მომზადების წესების შენარჩუნება - განახლება;
** ბუფეტის ტიპის საუზმე, ლანჩი, ვახშმის მომზადება-გაწყობა სტანდარტის შესაბამისად;
** სამზარეულოდან გასული თითოეული კერძის ხარისხის მონიტორინგი/კონტროლი;
** სეზონურად მენიუს განახლება, ახალი რეცეპტების და პრეზენტაციის შემუშავების პროცესში ჩართულობა;
** სამზარეულოში არსებული დანადგარების, ინვენტარის გამართული მუშაობის კონტროლი, ინვენტარის რეგულარული შემოწმება და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ტექნიკური დეპარტამენტის ინფორმირება;
** სეზონურად მენიუს განახლება, ახალი რეცეპტების და პრეზენტაციის შემუშავება და თვითღირებულების გამოთვლის პროცესში ჩართულობა;
** საკვები პროდუქტების დახარისხება, ვარგისიანობის კონტროლი, შენახვა, წინასწარი მარაგებით საწყობების შევსება და მარაგების რაოდენობის კონტროლი;
** შენახული პროდუქციის ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერების შემოწმება;
** პროდუქციის მიღებისა და ჩამოწერის კონტროლი;
** დაახარისხოს და შეინახოს საკვები და სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, უზრუნველყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა, მონაწილეობა მიიღოს მათ სწავლება და გადამზადებაში;
** მომსახურე პერსონალსა და სამზარეულოს თანამშრომელთა შორის ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარების უზრუნველყოფა;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პროფესიული სერტიფიკატი ამავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** სამზარეულოს ძირითადი ტექნიკის გამოყენების, სურსათის უვნებლობის პრაქტიკისა და სანიტარული სტანდარტების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეს ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - შეფ დე პარტიე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 24 ივნისი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე