Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: Viciunai Sakartvelo
გამოქვეყნდა: 24 მაისი / ბოლო ვადა: 24 ივნისი
კომპანია "ვიჩიუნაი საქართველო" არის ლიტვური საერთაშორისო ჰოლდინგის "ვიჩიუნაი გრუპის" წარმომადგენლობა, რომლის საქმიანობის სფერო მოიცავს ზღვის პროდუქტების, გაყინული ხილ/ბოსტნეულის იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. ჰოლდინგი დაარსებულია 1991 წელს, აერთიანებს 80 ქვე-კომპანიას, 18 გაყიდვების ოფისს, 13 ქარხანას; დასაქმებული ჰყავს 8 000 - მდე თანამშრომელი და ექსპორტს აწარმოებს 58 ქვეყანაში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

პასუხისმგებლობები:

** სასაწყობე მეურნეობასთან დაკავშირებული პროცესების მართვა
** უსაფრთხოების ნორმების და წესრიგის უზრუნველყოფა
** დისტრიბუციის სამუშაო პროცესის მართვა მისი კომპეტენციის ფარგლებში
** სასაწყობე მარაგების მონიტორინგი/აღწერა
** პროცედურების შემუშავება/კონტროლი
** სხვადასხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა
** მის დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის ეფექტური მართვა
** საჭირო პროცესების კოორდინირება საწყობის ეფექტურად მუშაობისათვის
** არსებული გამოწვევების ეფექტური ანალიზი/გადაჭრის გზების მოძიება
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელის წინაშე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მინიმუმ 1 წელი)
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა
** ენები: ინგლისური, რუსული
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, ორგანიზებულობა
** დროის მართვის კარგი უნარი

პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (ინდივიდუალური შეთანხმებით)
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა
** გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (08:00 - 17:00)

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: m.sulakvelidze@vicifood.ge.

გთხოვთ ვაკანსიის დასახელება აუცილებლად მიუთითოთ მეილის Subject ველში

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე