Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: შვიდი მითი
გამოქვეყნდა: 24 მაისი / ბოლო ვადა: 24 ივნისი
კომპანია "შვიდი მითი" 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, მისი სამუშაო სფერო რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: საკვები საღებავებისა და ინგრედიენტების წარმოება, რეალიზაცია, იმპორტ-ექსპორტი, შესაფუთი მასალების წარმოება, სადეზინფექციო საშუალებების იმპორტი, საწარმოო მანქანა-დანადგარების იმპორტი.

კომპანიის საწარმოში მზადდება ვაკუუმ და თერმო შეფუთვები, რომელიც შესაფუთი მასალებით ამარაგებს კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

დღეს, "შვიდი მითი" პროფესიონალებით დაკომპლექტებული, სანდო პარტნიორია ბევრი ცნობილი და წარმატებული საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიისთვის.

შ.პ.ს. "შვიდი მითი" აცხადებს ვაკანსიას: გაყიდვების მენეჯერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel, Outlook
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული გაყიდვების გეგმის შემუშავება და განხორციელება: პოტენციური კლიენტების მოძიება, კომერციული მოლაპარაკებების წარმართვა, პროდუქტის გაყიდვა

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და პროფესიული უნარების შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: hr@shvidimeat.com.

სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 24 ივნისი

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე)
"შვიდ მითში" თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://shvidimeat.com/ge/

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე