Робота для біженців з України
QA ტესტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: QA ტესტერი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 24 მაისი / ბოლო ვადა: 24 ივნისი
"TNET" (Technology Network) წარმოადგენს ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას საქართველოში რომელიც TBC PLC ჯგუფის წევრია.

"თინეთი" 10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

"თინეთში" შემავალი ციფრული პროდუქტები 4 ძირითადი მიმართულებით არის წარმოდგენილი:
ცხოვრების სტილი, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება.
(Super APP, Myauto.ge, Myhome.ge, Mymarket.ge, Myparts.ge, Myshop.ge, Vendoo.ge, Swoop.ge, Tkt.ge, Livo.ge).

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, QA Engineer-ის პოზიციაზე TKT.ge-ის გუნდში!

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა;
სამუშაო გრაფიკი: ორშ. -პარ, 10:00-19:00.

შენი როლი "თინეთში":

** მობილური აპლიკაციების ტესტირება (Android, iOS);
** არსებული ციფრული პროდუქტების შესწავლა;
** ხარვეზების იდენტიფიკაცია და ტესტირება;
** აღმოჩენილი შეცდომების დეტალური აღწერა და რეპორტინგი;
** ტესტ ქეისების, ჩექლისტების, ტესტირების გეგმის შედგენა და განხორციელება;
** ტექნიკური დოკუმენტის ანალიზი.

ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ გაქვს:

** QA ტესტერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** QA მეთოდოლოგიის, ინსტრუმენტების და ტესტის დიზაინის პრინციპების ცოდნა;
** HTML, CSS, SQL და სხვა პროგრამული საკითხების ცოდნა;
** API-ს ტესტირების გამოცდილება.

კიდევ უფრო საინტერესოა თუ:

** გაქვს JIRA-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** გაქვს ეჯაილ მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება;
** იცი ინგლისური ენა B2 დონეზე.

"თინეთში" დაგხვდება:

** მაღალტექნოლოგიური ციფრული პროდუქტების გუნდებში მუშაობის შესაძლებლობას;
** კომპანიის მაქსიმალურად ჰორიზონტალურ იერარქიულ სტრუქტურას, სადაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ძალიან მოქნილია.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ:

** გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tnet.ge
** შეტყობინების სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემების დაცვა

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ.
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge.
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე