Робота для біженців з України
პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: თაბორი რიზორთსი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 24 ივნისი
"თაბორი რიზორთსი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

დამსაქმებელი: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი / პროექტი: თაბორი რიზორთსი
http://gcfund.ge/en/gtdf/10/Paragraph-Golf-%26-Spa-Resort-Tabori-Hill

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** წერილების მომზადება, მიღება და გაგზავნა;
** დოკუმენტაციის, კონტრაქტების, ინვოისების აღრიცხვა;
** პერიოდული გადარიცხვების კონტროლი და აღრიცხვა;
** ვიზიტორებისთვის ადმინისტრაციულ-ლოგისტიკური დახმარების გაწევა;
** პროექტის ფარგლებში ჩართული პერსონალის დახმარება ადმინისტრაციულ საქმიანობაში;
** მცირე ადმინისტრაციული შესყიდვების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის ინგლისურიდან-ქართულად და ქართულიდან ინგლისურად თარგმნა;
** შეხვედრების ჩანიშვნა და შეხვედრების ოქმების წარმოება; შესასრულებელი დავალებების მონიტორინგი;
** მიმდინარე საკითხების შესახებ რეპორტის წარმოება და Follow up.
** კომუნალური გადასახადების კონტროლი;
** კონტრაქტორების იჯარების და კომუნალური გადასახადების კონტროლი;
** თანამშრომლის კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი ფუნქციების შესრულება`

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება;
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციის მიმართულებით;
** სავალდებულოა ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების გამართულად ცოდნა;
** კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;

პიროვნული უნარ-ჩვევები და საჭირო თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** აკურატულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2024 წლის 24 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე