Робота для біженців з України
კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: All Service Group
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
ვინ ვართ ჩვენ?

"All Service Group" არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია კორპუსის მაცხოვრებლების სრული კომფორტის შექმნაზე. ჩვენი ძირითადი სერვისებია: ლიფტების და სადარბაზოს კარების თანამედროვე დამაფონებით და საბარათე სისტემებით აღჭურვა, კამერების მონტაჟი, კორპუსის დალაგება, ეზოს მოვლა, შლაგბაუმების მონტაჟი და GSM გახსნის ფუნქციების ინსტალაცია.

სწორად აღნიშნული სერვისებით და უსაფრთხო, გამჭვირვალე სისტემით ვეხმარებით მაცხოვრებლებს კორპუსისთვის საჭირო თანხების მობილიზებაში.

გაიგე უფრო მეტი ჩვენს შესახებ: https://www.asg.ge

ამ ეტაპზე All Service Group აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, 26 მაისის ქუჩა, #53
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე შეთანხმების შესაბამისად, არაუმეტეს 40 საათისა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაჟირების პერიოდში ფიქსირებულ 800 ლარს (NET); (1 თვე)
** სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ 1000 ლარს (NET);
** სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ ჯანმრთელობის დაზღვევას;

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა მომსახურება კომპანიის საკომუნიკაციო არხების მეშვეობით მომსახურების სტანდარტების დაცვით;
** მომხმარებლების მომართვის დამუშავება, შესაბამისი რეაგირება, მომხმარებელთან კომუნიკაციის პოლიტიკის შესაბამისად მოქმედება და/ან დახმარების გაწევა, კომპეტენციის ფარგლებში;
** ოფისში მოსული მომხმარებლისთვის ჩიპის დამზადება/რეგისტრაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამებთან (Word, Excel, PowerPoint) მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა

საჭირო მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@asg.ge. წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი" გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე