Робота для біженців з України
მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: CarMate
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
ფორვარდერი კომპანია "CarMate", ბაზარზე 15 წლიანი გამოცდილებით მომხმარებლებს სთავაზობს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი აუტო აუქციონებიდან ავტომობილების შეძენასთან დაკავშირებულ ინოვაციურ სერვის, . კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს ავტოექსპერტის დახმარებით, ავტომობილის ისტორიის შემოწმებას და უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე აუქციონზე შესყიდვას და მის ტრანსპორტირებას საქართველომდე.

ფორვარდერი კომპანია "CarMate" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:30-18:30 საათამდე
ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და აღსრულება.
** პარტნიორ კომპანიებთან ერთად მარკეტინგული სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და განხორციელება.
** პროექტებისთვის საჭირო მარკეტინგული მასალის მომზადება.
** მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ბრენდისთვის საჭირო სტრატეგიების შექმნაში მონაწილეობის მიღება.
** პროექტების აღსრულებისთვის საჭირო ადმინისტრაციული საკითხების განხორციელება.
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** MS Office.
** უცხო ენები.
** დეტალებზე ორიენტირებული.
** პროექტების მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: carmate.ge@gmail.com. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე