Робота для біженців з України
დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: შვიდი მითი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 24 ივნისი
კომპანია "შვიდი მითი" 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ერთ-ერთი სამუშაო მიმართულება საკვები პროდუქტების შესაფუთი მასალების წარმოებაა. საწარმო აღჭურვილია ვაკუმ და თერმო შეფუთვების მწარმოებელი მანქანა-დანადგარებით.

შ.პ.ს. "შვიდი მითი" თერმო და ვაკუმ შეფუთვების საწარმოში აცხადებს ვაკანსიას: დამლაგებელი

ძირითადი მოვალეობები: საწარმოს დასუფთავება

სამუშაოს სპეციფიკა და მოთხოვნები:

** ფიზიკურად შრომისუნარიანი
** პუნქტუალური, დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
** საწარმო მდებარეობს დიდ დიღომში, შესაბამისად, დიდ დიღომში და მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელ კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა

სამუშაო განაკვეთი და ანაზღაურება:

** კვირაში ხუთი დღე (ორშაბათი-პარასკევი, შაბათ-კვირა დასვენება) შესაძლებელია კვირაში მხოლოდ სამი ან ორი დღის აღება
** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 ან 08:00 - 17:00
** ანაზღაურება: 1000 ლარი

თანამშრომლების სადილს უზრუნველყოფს კომპანია

დაინტერესებულმა პირებმა მომწერეთ მეილზე: hr@shvidimeat.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: დამლაგებელი ან დამიკავშირდით ნომერზე: 595 960124.

მეილის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 24 ივნისი

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე)
"შვიდ მითში" თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://shvidimeat.com/ge/

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე