Робота для біженців з України
სასტუმროს მართვის მოსამზადებელი სასერტიფიკატო კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს მართვის მოსამზადებელი სასერტიფიკატო კურსი
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
"VIP Intellect Group" გთავაზობთ სასტუმროს მართვისა და სასტუმროს ადმინისტრატორის მოსამზადებელი სასერტიფიკატო კურსებს.

შეგიძლიათ ენდოთ ჩვენი გუნდის 24 წლიან გამოცდილებას!

ტრენინგების ჩატარება შესაძლებელი იქნება, როგორც ტრენინგ ცენტრში, ასევე დისტანციურად!
კურსის დასახელება: სასტუმროს ადმინისტრირება

კურსი განკუთვნილია: მათთვის, ვისაც სურს სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე დასაქმება.

გაითვალისწინეთ, წლებია ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ტიპის სასტუმროსთან, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. არსებული სასტუმროები სისტემატურად გვაწვდიან ვაკანსიებს და ითხოვენ ჩვენგან კვალიფიციურ კადრებს.

კურსის თემატიკა:

** განთავსების ობიექტის ტიპები და ოთახების კატეგორიები
** დიდი, საშუალო და მცირე ზომის სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა და უფლება-მოვალეობები
** მიღება-განთავსების (რეცეფციის, ადმინისტრაციის)სამსახურის ურთიერთ თანამშრომლობა სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან
** მიღება განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლები და მათი ფუნქცია მოვალეობები
** ადმინისტრატორის (რეცეფციონისტის) სამუშაო აღწერილობა, პროფესიული უნარ-ჩვევები; სამუშაო ბაზრის მოთხოვნები და პრაქტიკაში გავრცელებული სამუშაო პირობები
** სასტუმროს სამუშაო პროგრამები; სასტუმროს სამუშაო პროგრამაში მუშაობის პრაქტიკული ნაწილი.
** სასტუმროში ანგარიშსწორების წესი და პირობები, თანმდევი დოკუმენტაცია;
** სტუმართან ურთიერთობის ეთიკის ნორმები და ადმინისტრაციის შინაგანაწესი
** ფორსმაჟორული სიტუაციების მართვა
** დაჯავშნის სამსახურის უფლება-მოვალეობები, სამუშაო დოკუმენტაცია და სტუმართან კომუნიკაციის ეტიკეტი; ჯავშნის მიღება და პროგრამაში ასახვა

კურსის ხანგრძლივობა: 10 ლექცია
კურსის ღირებულება მცირერიცხოვან ჯგუფში: 450 ლარი
წყვილში: 600 ლარი
ინდივიდუალურად: 950 ლარი

კურსის ფორმატში ჩატარდება ინფო - ტური 5, 4 ვარსკვლავიან, საოჯახო და ჰოსტელის ტიპის სასტუმროებში.

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: https://vipintellect.ge/ge/register

კურსებს წარუძღვება: ნინო დანელია - სასტუმროს ბიზნესში მრავალწლიანი წლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ტრენერი.

2. სასტუმროს მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი

დასაქმების რეალური შესაძლებლობა! ჩვენი საუკეთესო კურსდამთავრებულები, ჩვენი რეკომენდაციით წარმატებით აგრძელებენ სხვადასხვა სასტუმროში მუშაობას!

კურსის მიზანია: სასტუმროს ინდუსტრიის გაცნობა და ამ მიმართულებით განვითარების ხედვის ჩამოყალიბება

შეძლებს პრაქტიკულად მიღებული ცოდნის დანერგვასა და თავის დამკვიდრებას არსებულ სფეროში. ზოგადად პროგრამა განაწილებულია შემდეგი პრინციპით 30%/70%, თეორია/პრაქტიკა.

სალექციო კურსი მოიცავს:

** განთავსების საშუალებათა ისტორია; სასტუმროს სპეციალიზაცია და კლასიფიკაცია; სასტუმროთა კლასიფიკაციის ზოგადი პრინციპები; ტურისტთა განთავსების ობიექტების ტიპოლოგია
** სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა
** სასტუმროს მიმღები დეპარტამენტი; თანამშრომლები და მათი უფლება მოვალეობები
** სასტუმროს დოკუმენტაცია და მათი წარმოების წესი
** სასტუმროს საოპერაციო პროგრამები
** სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობა (პრაქტიკული მეცადინეობა)
** სასტუმროს გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტი; სასტუმროს მარკეტინგული საქმიანობა, სასტუმრო ინდუსტრიაში ფასწარმოქმნის მექანიზმზე მოქმედი ფაქტორები, სასტუმროს ფასწარმოქმნის მექანიზმზე ზეგავლენის ძირითადი ფაქტორები
** სასტუმრო მომსახურების წარმოებისა და ხარისხის მართვის თავისებურებები, ზოგადი მიმოხილვა, ხარისხის სტანდარტული დაგეგმვის მოდელი, სასტუმრო მომსახურების სასიცოცხლო ციკლის ეტაპები, ხარისხის მართვის ფუნქციები, სასტუმრო მომსახურების ხარისხის შეფასების კვოლიმეტრული პარამეტრები
** სასტუმროს დასუფთავების სამსახური
** სასტუმროს კვებისა და სასმელების დეპარტამენტი, დეპარტამენტის თანამშრომლები და მათი მოვალეობები
** კვების სახეები
** სასტუმროს მომარაგების დეპარტამენტი. მატერიალურ-ტექნიკური რესურსებისა და მატერიალური მარაგების მართვა
** სასტუმროს ტექნიკური და დაცვის სამსახური
** სასტუმროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი. კადრების შერჩევის სტრატეგია, კანდიდატის შტატში აყვანის და გადამზადების ეტაპები; წახალისების და სასჯელის სახეები
** მცირე სასტუმროს საინვესტიციო სტრატეგია
** მსოფლიო სასტუმროთა ლიდერი ქსელები საქართველოს ტურისტულ ბაზარზე - სასტუმრო პროდუქტის დაპროექტება, ადგილობრივი ინვესტიციების ათვისების პრობლემა საქართველოს სასტუმრო ბიზნესში, მსოფლიოს სასტუმროთა ქსელები

პრაქტიკოსი სპეციალისტები დეტალურად შეგასწავლიან სასტუმროს სპეციფიკას. რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით შეიძენთ ცოდნას, რომელიც დაგეხმარებათ სასტუმროს მიმართულებით ბიზნეს აზროვნების ჩამოყალიბებასა და მართვის უნარ-ჩვევების შემუშავებაში. თქვენი ცოდნით დაძლევთ საქართველოს სასტუმროს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და წარმატებით გაართმევთ თავს, სასტუმროს ნებისმიერ დეპარტამენტში, ნებისმიერ თანამდებობას.

ლექციების ხანგრძლივობა: 2 თვე
ლექციები მიმდინარეობს - კვირაში 2-ჯერ
სალექციო კურსის ღირებულება თვეში: 450 ლარი
წყვილში: 600 ლარი თვეში
თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად

კურსებს წარუძღვება: ნინო დანელია - სასტუმროს ბიზნესში მენეჯერულ პოზიციაზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ტრენერი.

ლექციების მსვლელობისას ჩატარდება ინფოტურები 5, 4 ვარსკვლავიან, საოჯახო და ჰოსტელის ტიპის სასტუმროებში.

კურსის ბოლოს ყველა კურსდამთავრებული წარმოადგენთ პროექტს!

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: https://vipintellect.ge/ge/register

** მის: წერეთლის 87ზ, დიდუბე პლაზას მოპირდაპირედ სკვერთან.
** ტელ.: 551 196110; 593 618212;
** ელფოსტა: ninovipicg@gmail.com
** Facebook: https://web.facebook.com/pages/VIPIntellectGroup
** ვებგვერდი: http://www.vipintellect.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე