Робота для біженців з України
რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: სამედიცინო ცენტრი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
საერთაშორისო სტანდარტების ახალი სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

კლინიკა აღჭურვილი იქნება უახლოესი აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, ყოველი მესამე შაბათი 10:00-დან 14:00-მდე
ანაზღაურება - 1000 ლარი

ძირითადი ფუნქციები:

** პაციენტების რეგისტრაცია;
** ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
** პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
** დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსისა დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: newclinicvacancy@gmail.com. სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "რეგისტრატორი".

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე