Робота для біженців з України
შეფ მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ მზარეული
მომწოდებელი: რესტორანი Mendi`s
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
რესტორან "მენდის", რომელშიც წარმოდგენილია ქართული და ებრაული (ქაშერი) სამზარეულო, გვაქვს შეფ მზარეულის ვაკანსია.

სამუშაო ადგილი: თბილისი ბამბის რიგი 7
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზეც;
** პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
** კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების ზოგადი სტანდარტების ცოდნა;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების სტანდარტების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კერძების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების შექმნა და სტანდარტიზება
** რეცეპტურის შექმნა და დაცვა
** კალკულაციების შედგენა და დათვლა
** მენიუს განახლება და კერძების გათანამედროვება
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, ფუნქციებისა და მოვალეობების გონივრული გადანაწილება
** შესრულებული სამუშაოს შეფასება და კონტროლი, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით ახალი თანამშრომლების გადამზადება და სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის პროცესში აქტიური ჩართულობა
** გეგმური ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება
** საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად

საკონტაქტო მეილი: vered@chabad.ge
საკონტაქტო ნომერი: 568477400 ორელ
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე