Робота для біженців з України
ქოფირაითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოფირაითერი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
"კონტაქტ ჰოუმ"-ის გუნდში ქოფირაითერს ვეძებთ.

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

ქოფირაითერის ფუნქცია-მოვალეობები იქნება:

** კრეატიულ იდეებსა და კონცეფციებზე მუშაობა კომპანიებისთვის;
** ციფრული არხებისთვის ვერბალური ქოფირაითინგ კონტენტის შექმნა;
** სხვადასხვა კამპანიების ფარგლებში კრეატიული ქოფების მოფიქრება;
** SMS ტექსტების, ელფოსტის, ბანერის და პოპ-აპ მესიჯების მომზადება;
** კონტენტის მართვა;

ჩვენს გუნდში ვეძებთ ქოფირაითერს, რომელსაც აქვს:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;
** კრეატიული კამპანიების იდეებისა და კონცეფციების შექმნასა და შესრულებაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კარგი წერილობით კომუნიკაციის უნარი;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო საათები : 10:00- 19:00
** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით;
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off.
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 23 ივნისი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ქოფირაითერი").

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე