Робота для біженців з України
ბანკომატების მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბანკომატების მოლარე
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას ბანკომატების მოლარის თანამდებობაზე ხაზინის დეპარტამენტის ნაღდი ფულისა და ფასეულობის განყოფილებაში.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი

ფუნქციები და მოვალეობები:

** საბანკომატე ფულის ფორმირება
** ბანკომატში არსებული ფულადი სახსრების მუდმივი კონტროლი
** ბანკომატების უზრუნველყოფა ფულადი ნიშნებით
** ბანკომატის ჩატვირთვა-ამოტვირთვის დოკუმენტური შესრულება
** ნაღდი ფულის შესაბამისობის შემოწმება ანგარიშგებასთან
** ბანკომატებში ფულის ჩატვირთვა-ამოტვირთვა
** ბანკომატებზე კოდის დაყენება
** ბანკომატის კოდის შესახებ ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** ბანკომატის გასაღების შენახვის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** განათლება: უმაღლესი/საშუალო
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები, სტანდარტული საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა

სასურველი:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება
** მოლარედ მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება
** ბანკის შიდა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

თვისებები:

** გუნდურობა
** კეთილსინდისიერება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cartubank.ge 2024 წლის 22 ივნისის დღის ბოლომდე.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ (ებ)ის, განცხადებ (ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ (ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე