Робота для біженців з України
სასტუმროს ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო რივერ საიდი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
სასტუმრო "რივერ საიდი" წარმოადგენს მაღალი კლასის, ბუტიკურ სასტუმროს თბილისში, რომლის პირველ სართულზეც, 2014 წლის ბოლოს, პირველი ტიფანი ბარი გაიხსნა, ხოლო 2017 წლის თებერვალში ტიფანი ტერასა.

"რივერ საიდი" ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი დაწესებულებაა და ბოლო წლებში არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. მათ შორის Travelers` Choice Awards 2015, 2016, 2017, 2018, 2020, 2021 ცნობილი ამერიკული კომპანია Tripadvisor inc-სგან. აღსანიშნავია ასევე სასტუმროს მართვის პროგრესული და უაღრესად ეფექტიანი მეთოდები, რომლებსაც პრაქტიკაში ატარებენ სასტუმროს ინდუსტრიის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები.

სასტუმრო "River Side Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სასურველი მოთხოვნები:

** სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** Fina-ს სასტუმროს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე, კომპიუტერული და სასტუმროს ონლაინ დაჯავშნის ინტერნეტ პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და განთავსება;
** ჯავშნების განხორციელება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

პირობები:

** 12 საათიანი მუშაობის გრაფიკი - პირველი დღე დილის 09.00 - 21.00; მეორე დღეს 21.00 - 09.00; შემდეგი 2 დღე დასვენება; ჯამში 15 - 16 მორიგეობა თვეში;
** კვებას უზრუნველყოფს სამსახური;
** ხელფასი: 55 ლარი თითო მორიგეობაზე ხელზე; 3 თვის შემდეგ - 60 ლარი თითოეულ მორიგეობაზე, ჯამურად 880 - 960 ლარი თვეში ხელზე + ბონუსები.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად ელფოსტის მისამართზე: hr@riverside.ge და სასათაურო ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე