Робота для біженців з України
ბრენდ მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ტექპოინტი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
კომპანია "ალტა" წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე ლიდერ ტექნოლოგიურ ფლაგმანს, რომელიც ოპერირებს ყველა უმსხვილესი მსოფლიო ბრენდის საცალო გაყიდვების, დისტრიბუციის და მომსახურების მიმართულებით.

შ.პ.ს "ალტა"-ს შვილობილი კომპანია "ტექპოინტი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

განაკვეთი: სრული.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;
** ბრენდებთან მოლაპარაკებების წარმოება/დეტალების შეკვეთა;
** ახალი ინფორმაციის მიწოდება სერვის ცენტრის მიმღების თანამშრომლებთან;
** შესაბამის პორტალზე არსებული ინფორმაციის განახლება/ახლის შეყვანა;
** შესრულებული სამუშაოსა და შედეგების მუდმივი ანალიზი და რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების საშუალო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

საქმიანი თვისებები:

** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.ge 2024 წლის 22 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე