Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თეგეტა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიისთვის, რომელიც ლიზინგისა და იჯარების მიმართულებით ოპერირებს, ფინანსური ანალიტიკოსის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება - ბიუჯეტთან მიმართებით ფაქტების ანალიზი;
** ნახევარწლიურად ჯგუფის ველუეიშენის ფაილის მომზადება და ანალიზი;
** სტრატეგიული პროექტების ფინანსური მოდელირება და განსხვავებული სცენარების ანალიზი;
** ყოველწლიური კონსოლიდირებული სტრატეგიის ფაილის მომზადება;
** ყოველთვიური სამუშაო კაპიტალის ანალიზი/მონიტორინგი;
** დებიტორების/კრედიტორების ანგარიშების კონტროლი და ყოველთვიური შედარებების წარმოება;
** ყოველთვიური ქეშ-ფლოუს მომზადება;
** რეგულარული რეპორტინგი (მიმდინარე შემოსავლების და ხარჯების კონტროლი);
** ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა;
** ყოველკვარტალურად ბორდისთვის ფაილების მომზადება, ანალიზი და წარდგენა;
** სხვადასხვა ფინანსური რეპორტის მომზადება.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ანალიტიკური აზროვნება;
** არგუმენტაციის კარგი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სფერო - ბიზნესის მართვა, ფინანსები, ეკონომიკა, მათემატიკა);
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel);

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1381

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე