Робота для біженців з України
ბუღალტრის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: Consulting Port
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"Consulting Port" წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც ბიზნეს სუბიექტებს უწევს ბუღალტრულ, საგადასახადო, იურიდიულ და ფინანსურ მომსახურებას.

"Consulting Port" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე კონტრაქტორი კომპანიებისთვის:

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ამაღლების ქ. 12;
** სამუშაო საათები - ორშაბათი-პარასკევი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

მთავარი ბუღალტრის ან/და ბუღალტრის მითითებით, კონტრაქტორი კომპანიების საბუღალტრო საქმის წარმართვა და ოპერაციების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება; ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით განიხილება მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@consultingport.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტრის ასისტენტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე