Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ბაუმერი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.

ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილი ავტომობილის მართვა:
** ობიექტიდან ობიექტზე გადასატანი პროდუქციის ჩაბარება, მისი დათვლა/აღრიცხვა და ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე;
** ავტომობილის სუფთა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, ასევე პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** საგზაო წესების დაცვა;
** კომპანიის შინაგანაწესის, შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ფლობს B და D კატეგორიის მართვის მოწმობას;
** აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა;
** არის პუნქტუალური;
** აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** აქვს საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

ანაზღაურება: 1500-2000ლ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე