Робота для біженців з України
მეკალმახეობის საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეკალმახეობის საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალისტი
მომწოდებელი: ასოციაცია მომავლის ფერმერი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
"მომავლის ფერმერი" აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით აცხადებს მეკალმახეობის სასწავლო პროგრამის შემუშავებისთვის დარგის სპეციალისტის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ერთჯერადი მომსახურების მოწოდება მოკლევადიანი გადამზადების კურსის შემუშავებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში დანერგვის ეტაპზე:
** ინგლისურ ენაზე მომზადებული სასწავლო პროგრამის (მასალების და სახელმძღვანელოების) ქართულად ნათარგმნი ვერსიის რედაქტირება და ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით სისრულეში მოყვანა;
** განათლების ექსპერტთან ერთად ფორმალური საგანმანათლებლო პროგრამის მოდულების, სწავლის შედეგების, სასწავლო რესურსის, სწავლების და შეფასების მეთოდოლოგიისა და პროგრამის ავტორიზაციისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის შემუშავება;
** ქართულად ნათარგმნი სასწავლო მასალების დახარისხება/ დაორგანიზება და დარგობრივი გაიდლაინის მომზადება;
** სასწავლო დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობა, კონსულტაცია და კოორდინაცია პროგრამის მომზადებისა და დანერგვის ეტაპზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება იხტიოლოგიის/მეცხოველეობის/ვეტერინარიის/მიკრობიოლოგიის მიმართულებით.
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მეთევზეობის დარგში.
** საგანმანათლებლო პროგრამების, გაიდლაინების, სახელმძღვანელოების მომზადების გამოცდილება.
** მენტორობის და პრეზენტაციის უნარები და გამოცდილება.
** ფერმერებთან კომუნიკაციის და მუშაობის გამოცდილება.
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** დოკუმენტაციის, ინსტრუქციების და მეთოდოლოგიის მომზადების/ დაორგანიზების უნარი.
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office - Word, Excel, და PowerPoint) კარგად ცოდნა.
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა (ინგლისურენოვან დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება)

სამუშაო გრაფიკი/პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: დისტანციური
** სამუშაო განაკვეთი: არასრული
** ანაზღაურება: აპლიკანტის კვალიფიკაციის შესაბამისი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2024 წლის 21 ივნისამდე გამოაგზავნეთ რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info@fof.edu.ge. გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მეკალმახეობის საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალისტი".

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება "სექტორული პლატფორმა მომავლის ფერმერის" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის არსებულ, ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. მონაცემები ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე