დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო გრაფი
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
39 ნომრიანი სასტუმრო "გრაფი" რომელიც მდებარეობს თბილისის ძველ უბანში, აცხადებს ვაკანსიას
სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა (ღამის ცვლის ჩათვლით)
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი
** კვებას უზრუნველყოფს სამსახური;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ასევე, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ასევე სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში (არეალი) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა ; (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.
მოვალეობები:
** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება-განთავსება, გასტუმრება;
** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის სათანადოდ მიწოდება;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება.
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე graftbilisi@gmail.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|