Робота для біженців з України
ტექნიკოს-ინკასატორი - თიანეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოს-ინკასატორი
მომწოდებელი: ფეიბოქსი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
კომპანია "ფეიბოქსი" საგადახდო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. "ფეიბოქსის" ტერმინალები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება 24/7 რეჟიმში.

ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია იყენებს საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე ბაზარზე, სწორედ ეს ფაქტი არის კომპანიის მუდმივი პროგრესის საწინდარი.

თუ გსურს გახდე დინამიურად მზარდი გუნდის წევრი და გაინტერესებს ტექნიკური გამოცდილების დაგროვება - ჩვენი კომპანია "ფეიბოქსი" თიანეთში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს-ინკასატორის პოზიციაზე.

თუ გსურს იყო მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, გეძლევა შესაძლებლობა დასაქმდე ჩვენს კომპანიაში, საცხოვრებელი ადგილის შესაბამის რეგიონში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური გამართულობა.
** ვინდოუსის გადაწერა.
** მოწყობილობის დიაგნოსტიკა.
** ტერმინალების გაინკასირება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია კანდიდატი ცხოვრობდეს თიანეთში;
** კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება.
** ვინდოუსის კარგ დონეზე ცოდნა.
** ავტომობილის ფლობა.
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ანაზღაურება და სამუშაო პირობები:

** ფიქსირებული ანაზღაურება + საწვავი სრულად
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** გრაფიკი: არასრული, მოქნილი გრაფიკი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ იმ ქალაქის დასახელება, რომელში სამუშაოდაც აგზავნით ვაკანსიას. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე