დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
თაიმი
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
საათებისა და აქსესუარების კომპანია TI`ME 2013 წლიდან წამყვან პოზიციას იკავებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. იგი მსოფლიოში 40-ზე მეტი ბრენდის წარმომადგენელია. კომპანია მუდმივად ზრუნავს თქვენს კეთილგანწყობაზე.
TI`ME-ისა და Pandora-ს მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.
ჩვენი გუნდის აქტივობების შესახებ ეწვიეთ Linkedin გვერდს - TI`ME Georgia
კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: https://time.ge/
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მომსახურების გაწევა.
** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის შესახებ, ასევე არსებულ აქციებთან დაკავშირებით.
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით გაფორმება და პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა.
** ბრენდების მიხედვით მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
** სალარო ოპერაციების წარმოება.
** მაღაზიის ვიზუალური მხარის, სისუფთავისა და სარეკლამო ინვენტარის მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენის საშუალო დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.
სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, 2 დღე დასვენება.
TI`ME BATUMI: სამუშაო საათები 11:00-დან - 20:00 საათამდე.
მისამართი: ქ. ბათუმი, გამსახურდიას № 32.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** ტრენინგები და განვითარება.
** წლიური ნომინაციები.
** ბრენდირებული საჩუქრები.
** ბონუსი ინდივიდუალურად შესრულებული სამუშაოსთვის (KPI)
** ფიქსირებული ბონუსი
** დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების ბონუსი
** Fitpass
** თანამშრომლის ფასდაკლება პროდუქციაზე.
განაცხადის შემოტანის პროცედურა:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://timeteam.bamboohr.com/careers/68?source=aWQ9NDQ%3D და გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV.
კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელ: +995 598 28 58 93.
თქვენს მიერ CV-ის გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.
|
|
|
|