Робота для біженців з України
აეროპორტის ღამის ცვლის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აეროპორტის ღამის ცვლის ოპერატორი
მომწოდებელი: გასა
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
კომპანია "გასა" GASA - რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, Fly Arna, აცხადებს ვაკანსიას აეროპორტის ღამის ცვლის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავიაბილეთების დაჯავშნა-გამოწერა;
** გაყიდული ბილეთების აღრიცხვა;
** მომხმარებლებისთვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა კომუნიკაციის წარმართვის დონეზე;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა; შრომისუნარიანობა; სისხარტე;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე hr@gasa.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე