Робота для біженців з України
ფინანსური ანგარიშგების მთავარი აუდიტორი/გამოცდილი ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანგარიშგების მთავარი აუდიტორი/გამოცდილი ასისტენტი
მომწოდებელი: Kreston Georgia
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის "KRESTON GLOBAL"-ის წევრი ფირმა საქართველოში "Kreston Georgia" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანგარიშგების მთავარი აუდიტორის/ან გამოცდილი ასისტენტის პოზიციაზე, ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დეპარტამენტში.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩატარება;
** ფირმის პოლიტიკისა და პროფესიონალური სტანდარტების შესაბამისად მოქმედება;
** ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
** აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
** პროფესიული ეთიკის დაცვა;
** აუდიტის ჯგუფის უმცროსი წევრებისათვის დავალებების დელეგირება და შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, კონსულტირება და ინსტრუქტაჟი, მათი დახმარება სამუშაოს მიზნების, არსისა და დოკუმენტების გარკვევაში;
** კომპანიის რისკების და კონტროლების შესწავლა და ანალიზი;
** აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
** აუდიტის პროექტის ფარგლებში საჭირო აუდიტორული დოკუმენტაციის მომზადება/ანალიზი;
** აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამის დონეზე ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის დონეზე ცოდნა;
** 3 ან 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებით;
** ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
** ACCA-ის პირველი დონის სერტიფიკატი.

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ინტერესი აუდიტის/ბუღალტერიის/ფინანსების სფეროში;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@kreston.ge.

ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ფინანსური ანგარიშგების მთავარი აუდიტორი/გამოცდილი ასისტენტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე