Робота для біженців з України
დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: სამედიცინო დაწესებულება
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
სამედიცინო დაწესებულება აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო;
სამუშაო გრაფიკი: დღის 09:00-18:00
მორიგე 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
ანაზღაურება: 550 / 600 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით დასუფთავების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** ჰიგიენური საშუალებების გამოყენების წესებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა/კონტროლი;
** ლოკაციებიდან ნარჩენების გატანა წესების დაცვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდით (10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე) ნომერზე 598 44 75 27 ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: newclinicvacancy@gmail.com და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "დამლაგებელი".

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე