Робота для біженців з України
ინვენტარიზაციის სპეციალისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
სუსუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 400 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე ქუთაისში.

ძირითადი მოვალეობები:

** ინვენტარიზაციის სრულყოფილად ჩატარება.
** ინვენტარიზაციის გადამოწმება.
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა.
** მონაცემთა სისწორის კონტროლი, ცვლილებების ანალიზი და შედარებების მექანიზმების უზრუნველყოფა.
** საქმიანობასთან დაკავშირებული აღმოჩენილი/წარმოჩენილი პრობლემების დაფიქსირება უშუალო ხელმძღვანელთან.
** უშუალო ხელმძღვანელთან პერიოდული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** MS Office პროგრამების ცოდნა.
** სააღრიცხვო პროგრამა Apex-ის ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ქართულ ენაზე შემდეგ ელ.მისამართზე: hr1@magniti.ge.

აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე