Робота для біженців з України
მძღოლი-დისტრიბუტორი - თბილისი, იმერეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ჯორჯიან ალიანსი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯორჯიან ალიანსი", რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს ქართულ სადისტრიბუციო ბაზარზე და წარმოადგენს სს "ობოლონის" (უკრაინა) ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში, სამუშაოდ იწვევს ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს თავისი მანქანით (Ford ან Mercedes-ის ტიპის სატვირთო ა/ტრანსპორტი) ან მანქანის გარეშე მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე ქ. თბილისში და იმერეთის რეგიონში სავაჭრო ობიექტების მოსამარაგებლად.

სარეალიზაციო საქონელი: ლუდები (ჟიგულოვსკოე, ზლატა პრაღა), ნატურალური წვენები, საკონდიტრო ნაწარმი.
შრომის ანაზღაურება (ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი): 1500 ლარიდან (საკუთარი მანქანის გარეშე), არანაკლებ - 2150 ლარი (საკუთარი მანქანის შემთხვევაში)

მოთხოვნები:

** მითითებულ პოზიციაზე ან დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
** ავტომანქანის მართვის მოწმობა B კატეგორია

მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი

გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელმისამართზე: lashakailashi@gmail.com, georgianalliance@gmail.com, 2024 წლის 20 ივნისის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე