Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი, ტერფის დიაგნოსტიკის სპეციალისტი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი, ტერფის დიაგნოსტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

კომპანია "ახალი ხედვა"აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის და ტერფის დიაგნოსტიკის სპეციალისტის პოზიციებზე.

1) საწყობის მენეჯერი

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასაწყობე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილ დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
** საწყობში უსაფრთხოების ნორმებისა და სრული წესრიგის დაცვა;
** არსებული პროცედურების ანალიზი, ფიზიკური და სისტემური პროცესების რეგულარული მონიტორინგი და მათ სრულყოფაზე მუშაობა;
** დისტრიბუციის სამუშაო პროცესის ორგანიზება და მართვა;
** ახალი პროცესებისა და პროცედურების შემუშავება, დოკუმენტური გაწერა და დანერგვა;
** სხვადასხვა დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა სასაწყობე პროცესების ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
** ჯგუფის წევრების პრობლემების მოგვარება და მხარდაჭერა;
** ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასება და მონიტორინგი;
** გუნდის მართვა და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა;
** მხარდაჭერა სისტემის განახლებაში, განახლებების ტესტირებასა და მიგრაციაში;
** კომპანიის საოპერაციო სისტემაში მუშაობა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მონაცემების ამოღება და დამუშავება;
** ყველა საჭირო პროცესის კოორდინირება საწყობის ეფექტურად მუშაობისთვის;
** თანამშრომელთა შერჩევა/დაქირავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სამსახურის საერთო მიზნისკენ მიმართულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
** გუნდის წევრების ყოველდღიური საჭიროებისა და პრობლემების მხარდაჭერა;
** არსებული პრობლემების სწორი ანალიზი;
** საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიცირებული ხარვეზების გამომწვევი მიზეზების მოკვლევა და შეფასება;
** ხარვეზების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისათვის აუცილებელი წინადადებების მომზადება, განხილვა და იმპლემენტაცია;
** ხელმძღვანელის წინაშე პერიოდული რეპორტინგი განხორციელებულ სამუშაოებზე, გამოწვევებსა და ხელისშემშლელ ფაქტორებზე;
** მენეჯმენტის წინაშე პერიოდული რეპორტინგი განხორციელებულ სამუშაოებზე, გამოწვევებსა და ხელისშემშლელ ფაქტორებზე;
** უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი მითითებების შესრულება მისი ფუნქცია-მოვალეობის ფარგლებში.

2) ტერფის დიაგნოსტიკის სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 საათი

ძირითადი ფუნქციები:

** პაციენტისთვის ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკის (პლანტოსკოპიის) პროცესის დეტალურად ახსნა და ჩატარება;
** პოტენციური პაციენტისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა;
** პოდოგრაფის ულტრასენსორულ პლატფორმაზე ტერფის ანაბეჭდის დეტალური დამუშავება და პაციენტისთვის დიაგნოზის გაცნობა;
** ტერფის აღბეჭდილი მონაცემების დაბეჭდვა;
** დიაგნოსტიკის შედეგად მიღებული ინფორმაციის ღაბაშების ტექნიკოსისთვის მიწოდება ღაბაშის დასამზადებლად;
** ღაბაშების (სუპინატორების) ტექნიკოსის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ღაბაშების (სუპინატორების) ზომების კორექტირება;
** პაციენტისთვის ღაბაშის (სუპინატორის) ინდივიდუალური სტილის შერჩევა;
** ფეხსაცმელში ღაბაშის (სუპინატორის) ჩადების შემდგომ პაციენტის მდგომარეობის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაცია

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:

** განათლება სამედიცინო მიმართულებით
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** სავალდებულოა გამართული მეტყველების უნარი
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** სავალდებულოა თანამშრომელს ჰქონდეს დეტალებზე ორიენტირებულობა, აკურატულობა, მოქნილობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდურად მუშაობის უნარი, დროის მართვის კარგი უნარი, კომუნიკაციის კარგი უნარი, თავაზიანობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელმისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს " ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და
გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე