Робота для біженців з України
საბანკო პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბანკო პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ქართული კრედიტი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 30 მაისი
სს მისო "ქართული კრედიტი", პირველი მიკროსაფინანსო კომპანია ბაზარზე, წარმატებით ფუნქციონირებს 2006 წლიდან. დღეისთვის წარმოდგენილია 6 ფილიალით და საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

"ქართული კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას საბანკო პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბანკო პროგრამული მოდულების ახალი ვერსიების სრულყოფილი ტესტირება, აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრა, ვერსიის განახლების დანერგვა და განხორციელება;
** პროგრამულად დაფიქსირებული ინციდენტების აღრიცხვა, დიაგნოსტიკა, აღმოფხვრა ან დელეგირება შესაბამის ჯგუფებთან;
** სისტემიდან შესაბამისი რეპორტების მომზადება;
** სისტემების კონფიგურაციის მართვა - ახალი იუზერის შექმნა და კონკრეტული უფლება/მოვალეობების გაწერა; იუზერის აქტივობის კონტროლი შვებულებების პერიოდში და უფლებების გადართვა მოვალეობის შემსრულებელზე;
** ყოველდღიურად პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებზე დახმარების და კონსულტაციის გაწევა თანამშრომლებისთვის;
** ახალი თანამშრომლების ტრენინგი პროგრამულ საკითხებზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, ფიზიკის ან კომპიუტერული ინჟინერიის განხრით;
** ამავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საბანკო-საფინანსო სექტორში, ბექ ოფისში, მუშაობის გამოცდილება მინ. 1 წელი;
** საბანკო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ALTA software მოდულები - B6, LMS, SOFTGEN software)
** Excel პროფესიულ დონეზე ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიის დეტალები:

** სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30, თვის ბოლო შაბათი 10:00-14:30
** ჯანმრთელობის დაზღვევა, სატელეფონო ლიმიტი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმეების მიღების ვადა: 30 მაისი, 2024 წელი
შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს.

პერსონალური მონაცემების დაცვა:

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს მისო "ქართული კრედიტის" მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადისა.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: vacancy@geocredit.ge

თუ გსურთ, თქვენი რეზიუმე განხილულ იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებთან მიმართებით, გთხოვთ თქვენი რეზიუმე და შესაბამისი თანხმობა, გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancy@geocredit.ge სახელწოდებით "რეზერვი".

მიღებული ინფორმაცია აისახება აპლიკანტების რეზერვში და დაგიკავშირდებით თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ რეზერვში თქვენი რეზიუმე შეინახება 3 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ, კი რეზიუმე წაიშლება.

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე