Робота для біженців з України
ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი
მომწოდებელი: გრადა
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
დეველოპერული კომპანია "გრადა დეველოპმენტი", აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტირების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება
** დამკვეთების მიერ გადმოცემული საპროექტო დოკუმენტაციის გაცნობა და მოსალოდნელი რისკების შეფასება-ანალიზი, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა
** მშენებლობის ორგანიზების პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი როგორც დაგეგმვის, ასევე რეალიზაციის ეტაპებზე
** ობიექტებზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი
** მშენებლობის პროცესში საპროექტო ცვლილებების საჭიროებების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი, ცვლილებების ინიციირება, პრობლემური ტექნიკური საკითხების ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება პროექტის ავტორებთან შეთანხმებით, ტექნიკური პერსონალის მხარდაჭერა, სათანადო დოკუმენტაციის ცვლილების უზრუნველყოფა და კონტროლი
** შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო განხრით
** MS Excel, MS Project, Adobe Acrobat Professional პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფილად ფლობა
** AutoCAD და/ან Autodesk Revit პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად
** ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი სამოქალაქო, მექანიკური ან ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით
** მინიმუმ სამ (3) წლიანი გამოცდილება სამშენებლო მიმართულებით
** არქიტექტურის სფეროში ყველა მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა (41-ე დადგენილების)
** გათბობა გაგრილება ვენტილაციის შესაბამისი ცოდნა
** წყალ-კანალიზაცია
** ელექტრობა

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: kmaisuradze@grada.ge.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება და ტესტირება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე