Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ქართული რძის პროდუქტები
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
შპს "ქართული რძის პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენი კომპანია უკვე 10 წელზე მეტია რაც აწარმოებს რძის პროდუქტებს და ახდენს მათ რეალიზებას საქართველოში. შპს "ქართული რძის პროდუქტები"-ს ქარხანა მდებარეობს მარნეულის ქ. №43, ქვემო ფონიჭალა, ქ. თბილისი.

დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია კომპიუტერული პროგრამების და MS Office-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია პროფესიული კურსები ბუღალტერიის მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა, შესრულებული სამუშაოს ზუსტი და სწრაფი შესრულება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და სამუშაო დროის სწორად გადანაწილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ზედნადები/ ანგარიშ-ფაქტურა/ ინვოისი/მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება და დაარქივება;
** ბუღალტრული გატარებების (რეალიზაცია/ ხარჯები/ სალარო/ ბანკი და ა.შ ოპერაციების) შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მის კომპეტენციასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქმიანობის შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევის ჩათვლით.
** დასვენების დღეები: შაბათი, კვირა.
** შესვენება 1 საათი.
** სტაჟირების ხანგრძლივობა 3-დან 6 თვემდე.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@rdzisame.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება!

გახდით სიკეთით სავსე გუნდის წევრი!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე