Робота для біженців з України
უფროსი კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: ალტე უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
ალტე უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას უფროსი კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:

** სოციალური მედიის პლატფორმების განვითარების გეგმის შემუშავება და აღსრულება;
** დიჯითალ მარკეტინგის მენეჯერთან ერთად სოციალური მედიის არხებისთვის კამპანიების შემუშავება, დაგეგმვა და აღსრულება;
** სოციალური მედიის თითოეული არხისთვის დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისი პოსტების კალენდრის შექმნა;
** სოციალური მედიის თითოეული არხისთვის ვიზუალური კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება, დიზაინერთან მუშაობა;
** ტიკ-ტოკ კონტენტ კრეატორთან ერთად ტიკ-ტოკის სტრატეგიის და კონტენტის გეგმის დამტკიცება/დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** ფოტო- ვიდეო კონტენტის შექმნაზე მუშაობა პარტნიორ კომპანიებთან/ სააგენტოებთან /ფიზიკურ პირებთან ერთად;
** პოსტების ტექსტის (copy-ს) შექმნა ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** შექმნილი კონტენტის შესაბამის არხებში განთავსება;
** სოციალურ მედიაში სიახლეების და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და შემდგომი გამოყენება;
** დიჯითალ მარკეტერთან ერთად სოციალური მედიის არხების ანალიტიკა, ჩატარებული კამპანიების შეფასება და თვის ჭრილში რეპორტების მომზადება;

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ქართულად წერისა და მეტყველების კარგი უნარი;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; წერისა და მეტყველების კარგი უნარი;
** მარკეტინგის პრინციპების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** სოციალური მედიის პრინციპების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ენერგიულობა/აქტიურობა;
** კრეატიულობა;
** შემოქმედებითობა;
** სიახლეებისადმი ღიაობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00სთ

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 13 ივნისი

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე