Робота для біженців з України
სავალუტო ჯიხურის მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავალუტო ჯიხურის მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: აკო
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
შპს "აკო" 2016 წლიდან აქტიურად ოპერირებს სავალუტო ბაზარზე კვალიფიციურ გუნდთან ერთად. ის წარმოდგენილია ამჟამად ორი 24 საათიანი ფილიალებით: თბილისის აეროპორტსა და ალ. ყაზბეგის 17-ში. კომპანია ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე, რაც ასახულია მომხმარებელთა მზარდ რიცხვზე.

შპს "აკო" აცხადებს ვაკანსიას სავალუტო ჯიხურის მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.

ლოკაცია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოება;
** დოკუმენტაციის სწორი და დროული წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კლიენტებთან საკომუნიკაციო დონეზე);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული;
** კლიენტების თავაზიანად მომსახურების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე akaki.doghonadze@gmail.com და Subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მოლარე-ოპერატორი)

გთხოვთ გამომიგზავნოთ ინვოისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე