Робота для біженців з України
დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: ვაკის საცურაო აუზი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"ვაკის საცურაო აუზი" - საქართველოში ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილი საცურაო აუზი, ორი სატრენაჟორო დარბაზით, 2004 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ფიტნესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სფეროში.

"ვაკის საცურაო აუზი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 49ბ
სამუშაო გრაფიკი: 24-საათიანი მორიგეობა (09:00 - 09:00) სამ დღეში ერთხელ
ანაზღაურება: გამომუშავება - 1 მორიგეობა, 80 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის დახვედრა;
** კონსულტაციის გაწევა მომსახურების და პირობების შესახებ;
** ვიზიტორისთვის ობიექტის გაცნობა/დათვალიერება;
** მომხმარებლისთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება, დაკვალიანება;
** ობიექტის ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვა;
** ობიექტზე წესრიგის უზრუნველყოფა;
** ვიზიტორთა შესვლა/გასვლის კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლიანი;
** შრომისმოყვარე;
** გუნდური;
** კეთილგანწყობილი/მომხმარებლებზე ორიენტირებული.

თანამშრომლებს ვთავაზობთ:

** კეთილგანწყობილ და გუნდურ გარემოს;
** აუზით უფასოდ სარგებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვწერეთ მეილზე: hr@vsp.ge Tel: 571 00 90 01

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე