Робота для біженців з України
მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Citrus.ge
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"Citrus.ge" - ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და ონლაინ შოპინგის მარტივი პროცესის ორგანიზებაა.

"Citrus.ge"-ზე ხელმისაწვდომია 40 000-ზე მეტი დასახელების უნიკალური პროდუქტი, 300 პარტნიორი კომპანიისგან.

კომპანია "ციტრუსი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი ზარების მიღება და რეაგირება;
** მომხმარებელთათვის მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვით კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
** კომპანიის ვებ-გვერდებზე სარეალიზაციოდ წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა და მომხმარებლისთვის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;
** პრობლემური შემთხვევების ეფექტური მართვა;
** სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით მომხმარებლის მომართვის საფუძველზე შესაბამისი განაცხადის შექმნა, ინფორმაციის დაფიქსირება ან გადამისამართება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** მომსახურების სფეროში ქოლ-ცენტრში / მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულებით 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების გამართული ცოდნა

საჭირო უნარები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი

სამუშო პირობები:

** საქმიანობის ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 6 დღე (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)
** ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი (ხელზე) და ბონუსი (საშუალო ხელფასი ჯამში 1000-1200 ლარი)
** ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის თანადაფინანსებით;
** კორპორატიული სატელეფონო ლიმიტი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: join@citrus.ge 2024 წლის 26 მაისის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ - https://www.citrus.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე. თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"ციტრუსი" კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე