Робота для біженців з України
კონსტრუირების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსტრუირების სპეციალისტი
მომწოდებელი: კრეადამო
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"კრეადამო" აცხადებს ვაკანსიას კონსტრუირების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ვეცდებით, სწორედ ამ მომენტიდანვე გავხადოთ შენი მოგზაურობა საინტერესო, სასიამოვნო მომენტებით სავსე და აღმოაჩინო, რომ ჩვენ ვართ ადამიანების ის გუნდი, რომელთან ერთადაც მუშაობა დიდი სიამოვნებაა.

შევეცდებით ყველაფერი მოგიყვეთ ჩვენზე, რაც, ვიმედოვნებთ, ჩვენთან შეხვედრის სურვილს კიდევ უფრო გაგიღრმავებს.

ჩვენ წარმოვადგენთ სამზარეულოს წარმოების ერთადერთ ინდუსტრიულ სახელოსნოს საქართველოში, რომელმაც ბოლომდე იცის სამზარეულო.

ჩვენ გვამოძრავებს:

რწმენა, რომ ყველა ადამიანი დაბადებით შემოქმედია და სამზარეულო სწორედ ის ადგილია, სადაც შემოქმედებას ყველაზე გემრიელი გემო აქვს.

ჩვენი მისიაა:

ადამიანებს მოვუხსნათ სრულყოფილი სამზარეულოს მიღებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა!
როგორ ვაპირებთ წარმატების მიღწევას? - ჩვენი დამკვეთების აღფრთოვანებით!
აი ზუსტად ამ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულების მონაწილე შესაძლოა იყო შენ!

შენი მისიაა:

** დიზაინის სამუშაოებში კონსტრუირებასთან დაკავშირებული საკითხების მხარდაჭერა
** პროექტის ტექნიკური ნახაზების შემუშავება
** წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ინსტრუქციების შექმნა
** სურვილი, მუდმივი სწავლისა და განვითარების
** გამოცდილების დაგროვება და გუნდისთვის გაზიარება

მისიის შესასრულებლად კიდევ უფრო დაგეხმარებოდა თუ:

** გაქვს ავეჯის სახელოსნოში მუშაობის გამოცდილება და იცი ავეჯის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტები
** ფლობ 3D MAX, Photoshop და/ან Autocad _ ს.

ასევე, შენთვის საინტერესო იქნება:

** შენი სამუშაო და შემოქმედებითი კვირა განისაზღვრება 5 დღით, 10:00-დან 19:00- მდე. მაგრამ აქვე ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია მიღწეული შედეგები და არა წამმზომი.
** არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა მაგრამ ჩვენი მიზანია ყველა ასპექტში ვიყოთ საუკეთესოები, შესაბამისად შენი სახელფასო სარგო, რომელსაც მიიღებ შენი საყვარელი საქმის კეთებაში იქნება საუკეთესო შრომით ბაზარზე მიმართებაში
** ჩვენი სამუშო სივრცე მდებარეობს თორნიკე ერისთვის # 19 ნომერში.

თუ შენი თავი ჩვენს გუნდში წარმოიდგინე, გთხოვ გამოგვიგზავნო რეზიუმე ან CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@creadamo.ge, ხოლო, თუ სათაურში (subject) პოზიციის დასახელებას მიუთითებთ ("კონსტრუირების სპეციალისტი") უფრო სწორად შევძლებთ განვსაზღვროთ შენი როლი.

აქვე გატყობინებთ, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის და ინტერესისთვის!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე