Робота для біженців з України
1C ოპერატორი - ბორჯომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ბორჯომში, 1C ოპერატორის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს " Max Power-ის " და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.

ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 500-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ბორჯომი.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალის კლიენტების დავალიანების შედარება;
** ფილიალში მიღებული და გასული პროდუქციის ინვენტარის სასაწყობო გადაადგილებების შეყვანა პროგრამაში და კონტროლი;
** ფილიალის ბორტების კონტროლი, (სალარო / საწყობი) შესაბამისი ოპერაციების გატარება;
** ფილიალის შეკვეთების აგროვების პროცესის წარმართვა და დისპეჩერიზაცია;
** ფილიალის რეალიზაციის დოკუმენტების კორექტირება;
** ფილიალის დაბრუნებების ატვირთვა;
** ფილიალის მოთხოვნით ავტორიზაციაზე შეკვეთების გამოგზავნა (Kissflow);
** საჭიროებისამებრ სხვა რეგიონალურ ფილიალებში ამ მოვალეობების განხორციელება დისტანციურად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ეკონომიკური განათლება;
** ბუღალტერიაში გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება;
** MS Office-ის, MS Excel-ის კარგად ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და აქტიურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და მოლაპარაკების წარმართვის უნარი/კომუნიკაციის სწორი ტექნიკების გამოყენების უნარი.

ანაზღაურება და შეღავათები:

** ფიქსირებული 1200 ლარი;
** შესაძლებლობა გაიზარდოს "Iberia Refreshments - Pepsi Georgia - ს" მაღალპროფესიონალურ გუნდთან ერთად;
** კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა (სტანდარტული პაკეტი);
** კორპორატიული SIM ბარათი;

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს, შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება "1C ოპერატორი, ბორჯომში" უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მხოლოდ, შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება. ან დაგვიკავშირდით, შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 595091132, რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 13 ივნისი, 2024 წელი.

კომპანია "იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე