Робота для біженців з України
საწარმოს თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს თანამშრომელი
მომწოდებელი: გრინვილი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
შპს "გრინვილი" დაარსდა 2016 წელს და წარმოადგენს რძის პროდუქტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საწარმოს, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის მცენარეული ცხიმის სპრედს.

კომპანია "გრინვილი" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს თანამშრომლის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი (სამგორის რაიონი) ლორთქიფანიძის 13 გ.
გრაფიკი - სრული შაბათ კვირა-დასვენება;
ანაზღაურება - 1150 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოების პროცესებში აქტიური მონაწილეობის მიღება: პროდუქტის ჩამოსხმა, შეფუთვა, ეტიკეტირება;
** ინგრედიენტების დოზირების შემოწმება, მომზადება;
** კომპანიის საწარმოო სტანდარტების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** დანადგარების სანიტარულ-ჰიგიენურად დამუშავების პროცედურების უზრუნველყოფა;
** წარმოების მენეჯერის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია წარმოებაში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** გუნდთან ერთად მუშაობის უნარი;

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 591079396. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საწარმოს თანამშრომელი"-ს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "გრინვილი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე