Робота для біженців з України
სტაჟირება - დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - დიზაინერი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 26 მაისი
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ", აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურში დიზაინერის პოზიციაზე.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ. #9
** ხანგრძლივობა: 3 თვე
** სამუშაო საათები: კვირაში 25 საათი
** ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

ძირითადი მოვალეობები:

** საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე, კომპანიის სოციალური ქსელების (შიდა/გარე) გვერდებისთვის ბანერების და მარტივი Gif ანიმაციების მომზადება;
** შიდა და გარე მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიების ვიზუალიზაცია;
** მარკეტინგული აქტივობების შესაბამისად საბეჭდი მასალის დიზაინის მომზადება და შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** გრაფიკული დიზაინის ბაკალავრი, ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

** Adobe Photoshop
** Adobe Illustrator
** Adobe Indesign
** Adobe flash/Adobe Animate
** Premiere Pro
** Corel Draw (სასურველია)

უნარ-ჩვევები:

** კრეატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, 2024 წლის 26 მაისის ჩათვლით, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@seu.edu.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე