Робота для біженців з України
სამეურნეო სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: მეგალაინი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
სავაჭრო და ბიზნესცენტრი ცენტრი "მეგალაინი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

"მეგალაინი" მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსია, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ უბანში. ჩვენი გუნდი მიზანდასახულია დაეხმაროს სხვადასხვა სახის ბიზნესს და შესთავაზოს საოფისე, სავაჭრო და კომერციულ ფართები.

სამუშო ადგილი: თბილისი, დიდუბე, რ.აგლაძის 15
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი - 10:00სთ - 19:00 სთ-მდე, შაბათი და კვირა დასვენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ტექნიკური განათლება/გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად
** გუნდთან ერთად მუშაობის უნარი, მართვა
** ფორსმაჟორის დროს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი

მოვალეობები:

** უხელმძღვანელოს სამეურნეო სამსახურს;
** შეადგინოს თანამშრომლების სამუშაო გრაფიკი;
** დაავალოს სამეურნეო სამსახურის თანამშრომლებს ყველა აუცილებელი მექანიკური სამუშაოს შესრულება;
** დაიცვას დამსაქმებლის მიერ დადგენილი შრომის, ტექნიკური, ხანძარსაწინააღმდეგო თუ სხვა უსაფრთხოების წესები;
** ყურადღება მიაქციოს მრიცხველების გამართულ მუშაობას;
** ყურადღება მიაქციოს პავილიონებში სარეკლამო აბრების განთავსებას;
** იყოს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრში მომხდარი მოვლენების საქმის კურსში, რომ დროულად შეატყობინოს ადმინისტრაციას აღნიშნული პრობლემის შესახებ;
** შეასრულოს მისი კომპეტენციიდან გამომდინარე დამსაქმებლის სხვა აუცილებელი დავალებები.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: office@megaline.ge და "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე