Робота для біженців з України
HR და ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR და ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ HR და ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელს.

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge). ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.

სამუშაო ადგილი: პიმენ ყურაშვილის N6
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი (09:00 - 18:00 1 სთ. შესვენება)

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:

** კომპანიის ადმინისტრაციული საჭიროებების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი;
** კომპანიის HR პოლიტიკის შემუშავება/განახლება;
** კომპანიის ადმინისტრაციული საქმიანობის დაგეგმვა და დელეგირება ადმინისტრაციის თანამშრომლებზე, შესრულების შეფასება;
** პერსონალის შერჩევის პროცესის ორგანიზება და სრული ციკლის მართვა (მათ შორის: რეკრუტინგის არხების განსაზღვრა და განვითარება);
** HR ადმინისტრირების მიმართულებით ჩართულობა და მონიტორინგი;
** თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა - ტრენინგების საჭიროების განსაზღვრა, ჩატარების ორგანიზება და შეფასება;
** მოტივაციის/წახალისების სისტემის შექმნა და მათი ეფექტურობის შეფასება/მონიტორინგი;
** კომპანიის სტრატეგიის შესაბამისი კომპენსაციების და ბონუსების პოლიტიკების შემუშავება/დანერგვა;
** კომპანიის სტრატეგიის შესაბამისი საკადრო პოლიტიკის დაგეგმვა და აღსრულება;
** ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის (self.ge) ადმინისტრირება და თანამშრომელთა აღრიცხვიანობის პროცესის მონიტორინგი;
** კორპორაციული და გუნდური ღონისძიებების ორგანიზება;
** კომპანიაში არსებული სხვადასხვა პროექტების კოორდინაცია;
** შიდა პროცესების ანალიზი და პოლიტიკის პროცედურებში ცვლილებების დაგეგმვა/განხორციელება კომპანიის ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
** წლის საშვებულებო გეგმის მომზადება და კონტროლი;
** რეპორტების მომზადება, უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** სათაო ოფისთან აქტიური კომუნიკაცია და რეპორტების მომზადება;
** პროცედურების და დებულებების გაწერა, დანერგვა და შესრულების ადმინისტრირება;
** შრომის თანამედროვე ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ სიახლეების მუდმივი ძიება და პრაქტიკაში დანერგვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
** HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამოტივაციო სისტემების შექმნის გამოცდილება;
** შეფასების სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დათქმულ ვადებში სამუშაოს შესრულება;
** სტრესული სიტუაციების მართვა;
** დროის მენეჯმენტი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
** Fit pass ბარათს;
** სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
** ანაზღაურება: 3500 - 4000 ლარი (NET).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - HR და ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე