Робота для біженців з України
ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: ლაქტალის ჯორჯია - სანტე
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 27 მაისი
"ლაქტალის ჯორჯია" (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი 10 კმ.
სამუშაო გრაფიკი: სრული;

ძირითადი მოვალეობები:

** შიდა და გარე სატელეფონო ზარებისა და კორესპონდენციის მიღება-გაგზავნა-გადამისამართება-დაარქივება;
** სტუმრების/ვიზიტორების მიღება და გადამისამართება;
** ვიზიტორებზე დროებითი საშვის გაცემა/დაბრუნების აღრიცხვა;
** სამუშაოს მაძიებლების პირველადი ანკეტირება და მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
** ოფისის მომარაგება სამეურნეო და საკანცელარიო ნივთებით;
** საფოსტო-საკურიერო სამსახურთან ურთიერთობა და გზავნილების ადმინისტრირება;
** ადმინისტრაციული საკითხების შესრულება და თანამშრომელთა მხარდაჭერა;
** უშუალო მენეჯერის დავალებით შიდა რეპორტების გაკეთება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოწესრიგებული, პასუხისმგებლობიანი, თავაზიანი;

დაინტერესებულმა პირებმა გაგვიზიარეთ თქვენი CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2024 წლის 27 მაისი.

გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სეხელშეკრულობო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე